Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!
Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!
თინათინ რუხაძე - ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), ფსიქოლოგიის მაგისტრი (MS)
თინათინ რუხაძე საკონსულტაციო კომპანია “ეისითი”-ს (ACT) თანადამფუძნებელი და ხედვის ლიდია. 2002 წელს მინიმალური რესურსებით შექმნილი 4 კაციანი კომპანია, სწორედ მისი მენეჯმენტითა და ბიზნეს-ხედვით გახდა ჯერ საქართველოს კვლევითი და საკონსულტაციო ბაზრის ლიდერი, ხოლო შემდეგ გლობალური მოთამაშე, რომელიც დღეს 25-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს.
როგორც მენეჯმენტ კონსულტანტი და ბიზნეს-ქოუჩი, თინათინი სხვადასხვა ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების მმართველ გუნდებს ლიდერშიფისა და ორგანიზაციის სტრატეგიულ განვითარებაში ეხმარება.
გიორგი ლომინაძე - გრენობლის უმაღლესი ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), მათემატიკოსი (BM)
გიორგი ლომინაძე არის ბიზნეს-კონსულტანტი და მენტორი 12 წლიანი მენეჯერული გამოცდილებით.
გიორგი 6 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებში ხელმძღვანელობდა სტრუქტურულ ერთეულებს ფინანსურ დეპარტამენტში. მომდევნო წლებში მისი კარიერა ევექს ჰოსპიტლებში ანალიტიკის დეპარტამენტის და ლინ-მენეჯმენტის მიმართულებით მენჯერულ პოზიციებზე გაგრძელდა, ხოლო ბოლო წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას ფინანსების, შესყიდვებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
დღეისათვის ის თავისუფალი პროფესიონალის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას მენეჯმენტ კონსალტინგის მიმართულებით.
ირმა დაუშვილი - შეფილდის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (MBA)
ირმა დაუშვილი კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია, რომელსაც ბიზნეს მიმართულებით საქმიანობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.
სამშენებლო ბიზნესის გარდა ირმა წარმატებით საქმიანობს კურორტებისა და სასტუმროების სფეროს მიმართულებით. ის გახლავთ ბალნეოლოგიური კურორტის „ნუნისი“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
ბიზნეს საქმიანობის გარდა ირმა დაუშვილი არის სხვადასხვა ბიზნესფედერაციისა და ასოციაციის, მათ შორის ბიზნეს ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" ბორდის წევრი. ირმა ჩართულია სამმხრივ კომისიაში - მთავრობა, დამსაქმებლები, პროფესიული კავშირები და გახლავთ დამსაქმებელთა ასოციაციის ბორდის წევრი.
დეა ჩხაიძე - ფსიქოლოგიის მაგისტრი (MS)
დეა ჩხაიძეს 18 წლიანი მენეჯერული და 15 წლიანი HR გამოცდილება აქვს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და არასამთავრობო სფეროში.
ამჟამად დეა “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” ადამიანებისა და კულტურის განვითარების დირექტორია. პარალელურად, დეა სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციების და მათ ლიდერებს უწევს კონსულტაციას ლიდერობისა და ორგანიზაციული კულტურის განვითარების მიმართულებით.
დეა Erickson Coaching International-ის სერტიფიცირებული ქოუჩია, აღმასრულებლების და ლიდერშიფ-ქოუჩინგის სპეციალიზაციით.
ეკატერინე ხოფერია - ფიზიკური ინფორმატიკის ბაკალავრი (BS), მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი
ეკატერინე ხოფერიას 16 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, აქედან 10 წელი ის მუშაობდა მენეჯერულ პოზიციებზე სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებში. ბოლო წლებში იგი იკავებდა მაღალი რგოლის მენეჯერის პოზიციას საქართველოს უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულებების ქსელში „ევექსი“. ამჟამად ის საერთაშორისო ტრენინგ-საკონსულტაციო კომპანია დეველორ საქართველოს დირექტორია.
ეკატერინეს ექსპერტიზის ძირითადი არეალი უკავშირდება ბიზნეს პროცესების და რისკების მართვის მიმართულებებს. ამჟამად ეკატერინე კარიერას განაგრძობს თავისუფალი (ე.წ. ფრილანსერის) პროფესიონალის სტატუსით, მენეჯმენტ კონსალტინგის და ქოუჩინგის მიმართულებით.
თორნიკე გურული - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (DBA)
თორნიკე გურულს სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით კონსულტანტის 18 წლიანი გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებზე მუშაობდა „სარკე ჯგუფში“, „ვისოლ ჯგუფში“, „საქართველოს ბანკში“, „პსპ ჯგუფში“. ამჟამად ის დეველოპერული კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა.
თორნიკე ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორია და ამჟამად წარმატებული აკადემიური კარიერა აქვს საქართველოს უმაღლეს სასწვალებლებში. მას გავლილი აქვს საერთაშორისო ტრენერების სპეციალური განათლების სამწლიანი პროგრამა თეოდორ ჰოისის კოლეგიაში (გერმანია), რის შემდეგაც მას კოლეგიის საერთაშორისო ტრენერის სტატუსი მიენიჭა.
ნინო ნიაური - სოციოლოგიის მაგისტრი (MS)
ნინო ნიაური HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთის" დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. კომპანიის დაარსებამდე, 2016–2019 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის HR & OD მიმართულებებს;
ნინოს ადამიანური რესურსების მიმართულებით 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა საბანკო, წარმოების, სტუმარ-მასპინძლობის, დისტრიბუციისა და სხვა კომპანიების HR მიმართულებებს.
როგორც კონსულტანტი და მენტორი აქტიურად არის ჩართული მენეჯმენტ საკონსულტაციო პროექტების განხორციელებაში.
ოთარ ჩიტეიშვილი - ეკონომიკური გეოგრაფიის მაგისტრი (MS), იურისპრუდენციის ბაკალავრი (BSc)
ოთარ ჩიტეიშვილი საკონსულტაციო კომპანია CCO-ს მმართველი პარტნიორია. კომპანია თავდაცვით ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო პარტნიორებს უწევს კონსულტაციებს გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
ოთარის გაყიდვებში მუშაობის პრაქტიკური გამოცდილება 20 წელს აღემატება, მათ შორის 18 წელი მმართველ პოზიციაზე, ისეთ კომპანიებში როგორიცაა: სსტც დელტა - ქართული სამხედრო წარმოება, ACT კვლევა, ჯენერალ მოტორსის წარმომადგენლობა საქართველოში, ამალთეა - დიდუბის რძე;
მისი კარიერა ითვლის გაყიდვების დარგში განხორციელებულ ათობით წარმატებულ პროექტს. აქვს გაყიდვების ტრენერობის 11 წლიანი გამოცდილება, საქმინაობს აკადემიური მიმართულებით და კითხულობს ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში.
რუსუდან თელია - ფსიქოლოგიის მაგისტრი (MS), ქოუჩი
რუსუდან თელია საკონსულტაციო კომპანია “ეისითი”-ს (ACT) თანადამფუძნებელი და ორგანიზაციული კულტურის ლიდია. “ეისითის” დაარსებიდან სხვადასხვა წლებში რუსუდანი იყო ანალიტიკის დეპარტამენტისა და სოციალური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, 2015 წლიდან 2021 წლამდე ეისითი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.
2021 წლიდან რუსუდანი ხელმძღვანელობს კომპანიის ადამიანური კაპიტალის გუნდს, განსაზღვრავს როგორც ორგანიზაციული კულტურის, ასევე თანამშრომლების პროფესიული და პიროვნული განვითარების სტრატეგიებს, კომპანიის ტრანსფორმაციულ პროცესებში მხარს უჭერს გუნდების გაძლიერებას, მუშაობს ლიდერული უნარების შეფასებასა და მისი განვითარების მართვის სისტემების შემუშავებაზე.
რუსუდანი როგორც ორგანიზაციული და კულტურული ტრანსფორმაციების კონსულტანტი, ტრენერი და ქოუჩი ჩართულია მენეჯმენტ საკონსულტაციო პროექტების განხორციელებაში.
შალვა ახრახაძე - სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსი (CFA), ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (MBA)
შალვა ახრახაძე საკონსულტაციო კომპანია „ფინანსური ლაბორატორიის“ მმართველი პარტნიორია. მას ფინანსების მიმართულებით 13 წლიანი, ხოლო აკადემიური კუთხით 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.
მისი ხელმძღვანელობით ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმოდგენილმა ბიზნესებმა ახალ პროექტებში ჯამში 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება შეძლეს. ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში, მცირე და საშუალო ზომის 30 -ზე მეტმა კომპანიამ, ფინანსური რესტრუქტურიზაცია შალვას რეკომენდაციების შესაბამისად განახორციელა.
გუგა ცანავა - სტენფორდის უნივერსიტეტის და გრენობლის უმაღლესი ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (MBA)
გუგა ცანავა IKAR ჰოლდინგში შემავალი კომპანიის IKAR Real Assets-ის ოპერაციული დირექტორი და საკონსულტაციო საბჭოს წევრი, საერთაშორისო გამოცდილების ინვესტორი, ტოპ მენეჯერი და მენტორია 25 წლიანი გამოცდილებით.
სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ტოპ ოცეულში შემავალ ორ უმსხვილესს ქართულ ჰოლდინგს - საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს და RAKIA საქართველოს. ამასთან, გუგა ცანავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საერთაშორისო სავაჭრო პალატის გამგეობის წევრია.
ბიზნეს საქმიანობასთან ერთად მას წარმატებული კარიერა აქვს აკადემიური მიმართულებით - საქართველოში ის არის მოწვეული ლექტორი კავკასიის ბიზნეს სკოლაში, საერთაშორისო დონეზე კი, გრენობლის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში კითხულობს ლექციებს.
Hi, this is a comment.
To get started with moderating, editing, and deleting comments, please visit the Comments screen in the dashboard.
Commenter avatars come from Gravatar.