გამოყენების პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება BGROW.GE-ზე!

BGROW.GE გთავაზობთ ბიზნესის ზრდისა და განვითარების პროგრამას. ჩვენი საიტით სარგებლობისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს და ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენ მიერ ჩვენი საიტით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი საიტით სარგებლობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგადი პირობების გარდა კონკრეტული მომსახურების მიღებისას შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული და სპეციფიკური წესები, რომლის შესახებაც თქვენ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტული მომსახურების მიღების პროცესში. ზოგად პირობებსა და სპეციფიკურ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სპეციფიკურ პირობებს.

კონფიდენციალურობა

გაეცანით ჩვენს მიერ დადგენილ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს BGROW.GE-ს საიტით სარგებლობას და თქვენს მიერ მითითებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვასა და დაცვას.

ელექტრონული კომუნიკაცია

როდესაც თქვენ სარგებლობთ BGROW.GE-თ ან გვიგზავნით ელექტრონულ წერილს თქვენი კომპიუტერიდან ან მობილური მოწყობილობიდან, თქვენ ურთიერთობთ ჩვენთან ელექტრონულად. თქვენ თანხმდებით, რომ მიიღებთ ჩვენგან შეტყობინებას ელექტრონული სახით, მაგ: ელექტრონული წერილი, ტექსტური შეტყობინება, მობილურის PUSH-შეტყობინება ან შეტყობინება და წერილი, რომელიც უშუალოდ საიტზე იქნება განთავსებული. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ამ შეტყობინებების ასლები თქვენი აღრიცხვისთვის. თქვენ თანხმდებით იმაზე, რომ ყველა შეტყობინება, რომელსაც ჩვენ გაწვდით ელექტრონული სახით, აკმაყოფილებს ნებისმიერ იურიდიულ მოთხოვნას, რომელიც ამ ტიპის წერილობითი ფორმის შეტყობინებებს უნდა ახასიათებდეს.

საავტორო უფლება

მთელი კონტენტი, მათ შორის ტექსტი, გრაფიკა, ლოგოტიპები, ღილაკები, გამოსახულებები, აუდიოკლიპები, ციფრული ატვირთვები, მონაცემთა კომპილაცია და პროგრამული უზრუნველყოფა, წარმოადგენს BGROW.GE-ს საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა დაცულია ინტელექტუალური უფლებებით (მათ შორის საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები). აკრძალულია ამ ვებ-გვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ციტირების შემთხვევაში, აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

შეფასებები, კომენტარები, კომუნიკაცია და სხვა შემცვლელობა

თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ კონსულტანტის შეფასება, კომენტარი, გააზიაროთ ფოტო/ვიდეო ან სხვა სახის კონტენტი; გამოაგზავნოთ ელექტრონული ბარათები ან სხვა შეტყობინებები; გამოაგზავნოთ წინადადებები, იდეები, კომენტარები, კითხვები ან სხვა ინფორმაცია, იმ პირობით, რომ კონტენტი არ იქნება უკანონო, შეუსაბამო, მუქარის შემცვლელი, მადისკრედიტირებელი, კონფიდენციალურობის დამრღვევი, ინტელექტუალური უფლებების დამრღვევი ან სხვა გზით მესამე პირებისთვის ზიანის მომტანი, არ შეიცავს პროგრამულ ვირუსს, პოლიტიკურ კამპანიას, კომერციულ წინადადებას, ჯაჭვურ წერილებს, სპამს. თქვენ არ შეგიძლიათ ცრუ ელექტრონული მისამართის გამოყენება, თავის წარმოდგენა სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მაგივრად და სისტემის შეცდომაში შეყვანა. BGROW.GE იტოვებს უფლებას (მაგრამ არა ვალდებულებას) წაშალოს და დაარედაქტიროს მსგავსი ტიპის კონტენტი.