კონფიდენციალურობის პოლიტიკა

BGROW.GE აცნობიერებს, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ თქვენს მიერ მითითებული ინფორმაციის დაცვისა და შენახვის უსაფრთხოებაში და ვაფასებთ თქვენს ნდობას ჩვენს კეთილსინდისიერებასა და გონივრულობაში. ეს დებულება აღწერს თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მოიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გაცნობა აუცილებელია სერვისით სარგებლობამდე. BGROW.GE-ს საიტის გამოყენებისას, თქვენ თანხმდებით წესებს, რომლებიც ამ დებულებით არის განსაზღვრული.

რა ტიპის პირად ინფორმაციას აგროვებს BGROW.GE?

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მომხმარებლებისგან, გვეხმარება პერსონალურ ანალიზში და BGROW.GE-ს მუშაობის მუდმივ გაუმჯობესებაში. აი, რა ტიპის ინფორმაციას ვაგროვებთ ჩვენ:

ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით თქვენ რეგისტრაციის გავლისას: ჩვენ ვიღებთ და ვაგროვებთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც თქვენ ჩვენ ვებ-საიტზე შეგყავთ ან გვაწვდით სხვა ნებისმიერი საშუალებით. ჩვენ ვიყენებთ თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა რეაგირება თქვენს მოთხოვნებზე და მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ავტომატური ინფორმაცია: ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ განსაზღვრული ტიპის ინფორმაციას, როდესაც თქვენ ურთიერთმოქმედებთ ჩვენ სერვისთან. მაგალითად, როგორც სხვა მრავალი ვებ-საიტი, ჩვენ ვიყენებთ “COOKIES” და ვიღებთ გარკვეული ტიპის ინფორმაციას, როდესაც თქვენი ვებ-ბრაუზერი მიმართავს BGROW.GE-ს ან სარეკლამო განცხადებებს და სხვა კონტენტს, რომელიც ემსახურება BGROW.GE-ს გარე საიტებზე.

აწვდის თუ არა BGROW.GE თქვენს შესახებ ინფორმაციას სხვა პირებს?

ჩვენი მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია ჩვენი ბიზნესის ნაწილია და ჩვენ არ ვაპირებთ მისი სხვისთვის გაყიდვას ან/და გადაცემას.

ინფორმაციის გაზიარება ხდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში:

თქვენი ან სხვების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცემთ თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა; როდესაც ამას მოითხოვს ვებ-გვერდით სარგებლობის პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა; როდესაც აუცილებლია BGROW.GE-ს, მომხმარებლების და სხვათა უფლების, საკუთრების და უსაფრთხოების დაცვა. ეს გულისხმობს ინფორმაციის გაცვლას სხვა კომპანიებთან ან ორგანიზაციებთან თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და საკრედიტო რისკების შესამცირებლად. ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს გაყიდვას, გაქირავებას ან მომხმარებლის პირადი ხასიათის ინფორმაციის სხვაგვარ გასაჯაროებას კომერციული მიზნების მისაღწევად, რაც ეწინააღმდეგება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

როგორ ხდება თქვენი ინფორმაციის დაცვა?

ჩვენ ზედმიწევნით ვუფრთხილდებით თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხს და რეგულარულად ვატარებთ სამუშაობებს ამ ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგანაც თქვენი საკრედიტო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.