8 პრაქტიკული მოდული

11 აღიარებული მენტორი

6 აქტიური
თვე

BGROW-ს შესახებ

BGROW ბიზნესის ზრდისა და განვითარების უნიკალური პროგრამაა, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებისთვის შეიქმნა. პროგრამა გლობალური მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია ეისითის  და მისი პარტნიორების მიერ მომზადდა, რომლის მიზანიც ბიზნეს-კომპეტენციების გაზრდითა და მენტორების გრძელვადიანი მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში ბიზნეს მმართველების დახმარებაა.

BGROW-ს უნიკალური მიდგომა 3 კონტინენტზე, 25-ზე მეტ ქვეყანაში ბიზნესებთან ეისითის წარმატებული თანამშრომლობის 20 წლიან გამოცდილებას ეფუძნება.

ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე ეპოქაში ადამიანს აქვს უამრავი შესაძლებლობა მიიღოს გრძელვადიანი აკადემიური განათლება, ან შეავსოს ცოდნა მოკლევადიანი პრაქტიკული კურსებით. თუმცა ჩვენი გამოცდილებით, ყველაზე რთული მიღებული ცოდნის საკუთარ ბიზნესში კონკრეტულ გადაწყვეტილებებად ქცევაა.

BGROW-ს უნიკალური პროგრამა, სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს: 6 თვის განმავლობაში თქვენ იმუშავებთ თქვენი ბიზნესისთვის აქტუალურ  რეალურ საჭიროებებზე, მოახდენთ თქვენი ცოდნის გადატანას ბიზნესისათვის მნიშვნელოვან და ეფექტურ გადაწყვეტილებებში და რაც მთავარია, მიიღებთ მენტორების მხარდაჭერას აღნიშნულ პროცესში, რითიც მინიმუმამდე დაიყვანთ შეცდომების ალბათობასა და გაზრდით თქვენი კომპანიის განვითარების ტემპს.

რატომ BGROW

6 თვიანი პროგრამის ყველა დეტალი – მენტორები, მოდულები, მხარდამჭერი ჯგუფები, საკუთარ ქეისზე მუშაობა, ბიზნეს-გადაწყვეტილებები და მათი აღსრულების მხარდაჭერა – გათვლილია თქვენი ბიზნესის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობაზე

 6 თვის მანძილზე თქვენი კომპანიის ზრდისა და განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერი

წარმატებული პრაქტიკოსები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება დაგაზღვევთ შეცდომებისგან და გაზრდის თქვენი ბიზნეს – გადაწყვეტილებების ეფექტიანობას

ყველა მოდულში საკუთარ ბიზნესქეისზე მუშაობა – კომპანიის ჰოლისტიკური ხედვა, დიაგნოსტირება და მიღებული ცოდნების საფუძველზე, რეალური ცვლილებების დაგეგმვა

პრაქტიკული ცოდნები და ლიდერული უნარ-ჩვევები თქვენი ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის

ჯგუფის წევრებისა და მოწვეული სპიკერების – სხვა მომავლის ლიდერების – გაცნობა, ნეთვორქის აწყობა, მათი ცოდნის, გამოცდილების, შეცდომებისა და მიღწევების გაზიარება

4-5 კაციან ქვე-ჯგუფებში გაერთიანება, სადაც გუნდის წევრები, მთელი პროექტის განმავლობაში, ერთმანეთის ყველაზე დიდი გულშემატკივრები და მხარდამჭერები გახდებიან

მიღებული ცოდნების კომპანიის შიგნით გაზიარება და გუნდის განვითარების ხელშეწყობა

ბიზნეს მენტორები

გაიცანი კომპეტენციის მენტორები

პროგრამის მენტორები წარმატებული ქართული კომპანიების აღიარებული ლიდერები და სფეროს ექსპერტები არიან.

ისინი მზად არიან გააზიარონ თავიანთი გამოცდილება და იმუშაონ ქეისებზე, რომელიც აქტუალურია თქვენი ბიზნესისთვის.

მენტორებთან თანამუშაობა დაგეხმარებათ მოახდინოთ მიღებული ცოდნის ტრანსფერი რეალურ გადაწყვეტილებებში.

ზრდის სტრატეგია

თვითლიდერობა

მარკეტინგი ლიდერებისთვის

გაყიდვების ზრდა

პროცესების შეფასება და მართვა

ორგანიზაციული განვითარება

სტრატეგიული ფინანსები

ცვლილებების მართვა და ლიდერშიფი

გაეცანი მოდულებს

მოდულების შინაარსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არსებულ გამოწვევებს პასუხობს

პროგრამა მოიცავს კომპეტენციების გაძლიერებაზე ორიენტირებულ 8 მოდულს, თითოეული მოდულის შუალედში მხარდამჭერი გუნდის შეხვედრებსა და განხილვებს, ბიზნეს მენტორების ვიზიტს კომპანიებში და მომავლის ლიდერების ინდივიდუალურ მხარდაჭერას.

პრაქტიკული მოდულები

20-22
იანვარი

2023 წელი

თვითლიდერობა

„გუნდის და ორგანიზაციის ლიდერობა საკუთარი თავის ლიდერობით იწყება”

ამ მოდულზე ჩვენი პარტნიორობა ლიდერობის უნარების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ძლიერია ლიდერი, რომელიც საკუთარ ძლიერ მხარეებს იცნობს და გაცნობიერებულად იყენებს. ასევე, გააზრებული აქვს მასზე მოქმედი ბარიერები და პოტენციური შემზღუდველი ფაქტორები; იცნობს თავის ემოციებს და შეუძლია მათი მართვა. და რაც მთავარია, აცნობიერებს, რა არის მისი პირადი ცხოვრებისეული მიზანი და მისი ღირებულებები.

საკუთარ პიროვნულ გაძლიერებაზე მუშაობა მთელი ცხოვრების საქმეა. ამ მოდულზე თქვენ გაივლით მეთოდებს, რომელთა გამოყენება ყოველდღიურად დაგეხმარებათ საკუთარი ლიდერობის გაძლიერებასა და განმტკიცებაში. ერთად გავაანალიზებთ თქვენთვის მნიშვნელოვან და საჭირო უნარებს და მათი გამოყენების ეფექტურ სტრატეგიას შევიმუშავებთ.

  • ლიდერობის ძლიერი საყრდენი წერტილების აღმოჩენა
  • ცხოვრების ბალანსი
  • მკაფიო მიზნები, თქვენი დროისა და ენერგიის ინვესტიცია
  • ღირებულებები VS შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენები
  • თვითცნობიერება – გზა მომვალის ლიდერობამდე
  • როგორ გავხდე უკეთესი ლიდერი

10-12
თებერვალი

2023 წელი

ზრდის სტრატეგია

“ლიმიტი მხოლოდ ჩვენს ფიქრებშია”

ამ მოდულზე თქვენ გაეცნობით ბიზნესის ზრდის სტრატეგიებს და ეფექტიან მოდელებს, რომლითაც ყველაზე წარმატებული კომპანიები ხელმძღვანელობენ. შეისწავლით ბიზნესის ანალიზის მეთოდებს, რომელთა მეშვეობით შეაფასებთ თქვენი ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას და აღმოაჩენთ ზრდის შემაფერხებელ და ხელშემწყობ ფაქტორებს.

თქვენ ხელახლა გაიაზრებთ თქვენი კომპანიის მისიასა და ხედვას, ბიზნეს-მოდელს,  დაისახავთ დიდ მიზნებს და დაამუშავებთ მათი მიღწევის ეფექტურ სტრატეგიებს. მოდულის ბოლოს თქვენ დარწმუნდებით, რომ ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები უსაზღვროა, ლიმიტი კი, მხოლოდ ჩვენს ფიქრებშია.

  • ბიზნესის მოდელის შეფასება და ცენტრალური ბიზნეს-იდეის აღმოჩენა / დაზუსტება
  • კომპანიის მისიის, ხედვისა და ფასეულობების განახლება / დაზუსტება
  • ბიზნესის გარემოს ანალიზი
  • კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი
  • კომპანიის ეფექტიანობისა და ეფექტურობის ანალიზი
  • ბიზნესის შეთავაზების (პროდუქტების / სერვისების) ეფექტურობის ანალიზი
  • შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურის ანალიზი
  • რესურსების, პარტნიორების, მომწოდებლების ანალიზი
  • კლიენტების პორტფელისა და ბაზრის ანალიზი
  • კონკურენტული ანალიზი
  • კომპანიის მიზნები (KBO), პრიორიტეტები, ზრდის სტრატეგიები და წარმატების საზომები (KPI)

3-5
მარტი

2023 წელი

მარკეტინგი ლიდერებისთვის

„მომხმარებელი მეფეა?!“

მარკეტინგის მოდული მომავლის ლიდერებს ამ სფეროში უკეთ გარკვევას და საიდუმლო გზების გაცნობას სთავაზობს. კომპანიის მმართველისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს და შეაფასოს მარკეტინგული ხედვა, რომლითაც მისი კომპანია მომხმარებელს პროდუქტით ამარაგებს ან მომსახურებას უწევს.

მოდულის  ინტერაქტიულ შეხვედრებზე თქვენ გაეცნობით, თუ როგორ ვაქციოთ ორგანიზაცია ბრენდად და რა თანამედროვე ინსტრუმენტები არსებობს წარმატების მისაღწევად. ანალიზისა და დაგეგმვის პროცესში თავად ჩაერთვებით და საკუთარ ბიზნეს ქეისებზე მარკეტინგული მეთოდებს გატესტავთ, მიღებულ პრაქტიკულ უნარებს კი, საკუთარი კომპანიის ზრდისთვის გამოიყენებთ.

  • მარკეტინგი და მისი არსი დღევანდელ ბიზნესში
  • მარკეტინგული კვლევის ინსაითები
  • მომხმარებლის კრიტიკა და ერთგულება – კომპანიის განვითარების გარანტია
  • მარკეტინგული სტრატეგიის შეფასება
  • ზრდის თანამედროვე მარკეტინგული ინსტრუმენტები
  • წარმატებული კომუნიკაცია და სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია

31 მარტი
2 აპრილი

2023 წელი

გაყიდვების ზრდა

„ვყიდით სწორ პროდუქტს, ვყიდით მეტ პროდუქტს“

მოდულის დიზაინი შექმნილია კომპანიის მმართველებისთვის, რომლებიც სწორი მენეჯმენტით უზრუნველყოფენ კომპანიის გაყიდვების მაჩვენებლის ზრდას. მოდულის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ განაახლოთ გაყიდვების ხედვა და სტრატეგია, განავითაროთ პროგრამა, რომელიც თქვენი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვების მაქსიმიზაციას მოახდენს.

აღნიშნული მოდული ინტერაქციულია და განსხვავდება სტანდარტული ტრენინგისგან, რომლის ეფექტი ხანმოკლეა. ეს პროგრამა კომპლექსურია და მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე. თქვენ თავად გაივლით გაყიდვებამდე მისასვლელ ყველა ეტაპს, აღმოაჩენთ რა ღირებულებას სძენთ მომხმარებელს, თქვენივე პროდუქტსა და მომსახურებაზე გაანალიზებთ მიღებულ დამატებით ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, რაც დაგეხმარებათ მოკლე დროში გაყიდვების მიმართულებით რეალური ხელშესახები შედეგები იხილოთ.

  • ლიდერები ზრდიან გაყიდვებს
  • როგორ, სად და ვისთვის ვყიდით – ხედვა და სტრატეგია
  • გაყიდვების ვარსკვლავური გუნდი
  • პროდუქტი როგორც გადაწყვეტა
  • გაყიდვების მაქსიმიზაცია

28-30
აპრილი

2023 წელი

პროცესების შეფასება და მართვა

“ენერგია მიემართება იქ, სადაც ფოკუსირება ხდება”

გაუმჯობესება მუდმივი პროცესია. ამ მოდულის ფარგლებში ვიმსჯელებთ ბიზნეს პროცესების და ოპერაციების მართვის გამოწვევებზე, განსხვავებული მიდგომების უპირატესობებზე და სწრაფი და ეფექტიანი გაუმჯობესების გზებზე. ეს მოგცემთ საშუალებას უფრო მკაფიოდ, ფართოდ და ნათლად დაინახოთ თქვენი პრიორიტეტები და თქვენი რესურსების გამოყენების საუკეთესო შესაძლებლობები.

შეძლებთ თქვენი ყურადღების და ძალების ფოკუსირებას, აღმოაჩენთ საწარმოო ჯაჭვში ჩამალულ “ორ მარჯვენა ხელს”, თქვენივე ბიზნეს ქეისები ჩვენი განხილვის და ანალიზის ობიექტი გახდება, სწორედ მათზე დაყრდნობით შეძლებთ შეაფასოთ როგორია თქვენი კომპანიის ყოველდღიური რუტინა და როგორ შეამსუბუქოთ ის თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის.

  • ბიზნეს პროცესების ანატომია
  • ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების სტრატეგია
  • ბიზნეს პროცესების მართვის სტანდარტები
  • პროცესების რისკების შეფასება და გადაზღვევა
  • ბიზნეს პროცესების მართვის საუკეთესო პრაქტიკები (best practice)

19-21
მაისი

2023 წელი

ორგანიზაციული განვითარება

„შექმენი მამოტივირებელი გარემო და თანამშრომელი თვითონ გაყვება მას“

სწორი ადამიანები სწორ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალია. ორგანიზაციული განვითარების აღნიშნული მოდულით, კომპანიების მენეჯმენტს, შესაძლებლობა ეძლევათ განავითარონ ბიზნესი ორგანიზაციულად და თანამშრომლების ჩართულობით.

მიღებული პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის მმართველებს, მარტივად, გასაგებად და საკუთარი კომპანიების მაგალითზე, გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებიც სწორი ტექნიკების დანერგვით, ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორგანიზაციას და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებს დაანახებს მათ.

  • ორგანიზაციის განვითარების ეფექტური გზები
  • თანამშრომელთა შერჩევა, მოტივაცია, შენარჩუნება
  • შედეგებზე ორიენტირებული შეფასების სისტემები
  • საბონუსე და საკონპენსაციო სქემები და მათი მნიშვნელოვნება
  • კორპორატიული კულტურის განვითარება
  • დიჯიტალიზაცია – ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობა
  • დამსაქმებლის ბრენდინგი

16-18
ივნისი

2023 წელი

სტრატეგიული ფინანსები

„განათლებაში ინვესტიცია – საუკეთესო უკუგებას აგენერირებს“ – ბენჟამინ ფრაკლინი

ბიზნესში „რის მაქნისია გზა, თუკი“ ხეირის მაქსიმიზაციისკენ არ მივყავართ. ამ მოდულის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ თქვენი კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობის ფინანსურად შეფასებას, სხვადასხვა საოპერაციო გადაწყვეტილების ფინანსურად სწორად გაანალიზებას, ზრდის შესაძლო სცენარებიდან ყველაზე ოპტიმალურის განსაზღვრას, და შედეგად, იმ გზაზე სიარულს, რომელიც ხეირის მაქსიმიზაციისკენ წაგიყვანთ.

გვჯერა, რომ ამ მოდულში ინვესტირებული დრო/ფინანსური რესურსი თქვენთვის ნამდვილად ძალიან მაღალ უკუგებას დააგენერირებს. თქვენ ფლობთ შინაგან რესურსს და გაქვთ ხედვა თუ როგორია თქვენი კომპანიის უკეთესი მომავალი, მოდულზე მიღებული სტრატეგიული ფინანსების ცოდნა და პრაქტიკა კი, დაგეხმარებათ არსებული რესურსი და ხედვა ყველაზე სარფიან გარიგებაში შეიყვანოთ და უფრო მეტი დოვლათი შექმნათ.

  • ფინანსური რეპორტის გააზრება
  • ფინანსური ანალიზის ელემენტები
  • სამუშაო კაპიტალის გააზრება
  • სამუშაო კაპიტალის მართვის ოპტიმიზაციის გზები
  • საოპერაციო გადაწყვეტილებების ფინანსურად შეფასების ინსტრუმენტები

7-9
ივლისი

2023 წელი

ცვლილებების მართვა და ლიდერშიფი

„ცვლილებები საკუთარი თავიდან იწყება”

ამ მოდულზე თქვენ შაფასებთ თუ სად ხართ როგორც ლიდერი, თქვენ ბიზნესში ცვლილებების საჭიროებების რუკაზე. გააცნობიერებთ იმას, თუ როგორ რეზონირებს ბიზნესში ცვლილებების საჭიროება საკუთარ თავთან, რა უნდა შეცვალოთ საკუთარ ლიდერშიფში და რისთვის ხართ მზად.

მოდული დაგეხმარებათ გაიგოთ უფრო მეტი ცვლილებების სწორად, ეკოლოგიურად და ეტაპობრივად დაგეგმვაზე, შეძლებთ კონსტრუქციულად მიაღებინოთ თქვენს გუნდს ცვლილებების საჭიროება და გარდაუვალობა, ხოლო ცვლილებების პროცესში ჩვეული გაუცნობიერებელი მომავლის შეგრძნება აქციოთ მოქმედების ენერგიად საერთო მიზნამდე, დიდებულ შედეგამდე.

  • ბიზნესში ცვლილებების საჭიროებების დაზუსტება და საკუთარი ლიდერშიფის ცვლილებების საჭიროებებთან კავშირის დანახვა
  • საკუთარი ლიდერული უნარების ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობიერება და ცვლილების პროცესში მზაობის შეფასება
  • გუნდში ცვლილებების კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა
  • გუნდი როგორც ცვლილებების მხარდამჭერი და პროცესის მონაწილე
  • ლიდერშიფში ცვლილებების დაგეგმვა, მისი მართვის სტრატეგიები და მიღწევების შეფასებები

ვისთვის არის BGROW

პროგრამა განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის

მფლობელებისა და მმართველებისთვის

მომავლის ლიდერებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი ბიზნესის ზრდა!